საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში გადამოწმების მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა მისგან ოთხ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება„ჰეროინი“ ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.