ფონიჭალაში მეტისი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია ავრცელებს.
მისივე თქმით, ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და ოპერაცია ჩაუტარდება.
„დღეს დაახლოებით 18:10-ზე ქვემო ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს ღია ფერის მეტისს. ცუგა გადაყვანილია ჩვენს თავშესაფარში და მალე ჩაუტარდება ოპერაცია. ხდება თვითმხილველთა დაკითხვა და მიმდინარეობს გამოძიება. მსხვერპლის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა მთავარი ფეხის შენარჩუნებაა, რაც გამომდინარე მძიმე ტრავმებიდან, ძალიან რთული იქნება“, – წერს ვახტანგ ლომჯარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.