ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა დღეიდან ახალი ხიდით ისარგებლებს.
 
ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანია „ზიმომ“ განახორციელა.
 
ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
 
სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა. ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
 
ახალი ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძესთან, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.
 
სოფელ ოქტომბერში ხიდის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია.
 
სამეგრელოს რეგიონში „ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები ხორციელდება.
 
მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან გადარიცხულია 25 მილიონ ლარამდე. დღეისათვის ფონდი „ქართუ“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს აფინანსებს:  ზუგდიდის თეატრის მშენებლობას – 17 000 000 ლარით; ზუგდიდისივერიისღვთისმშობლისსახელობისსაკათედროტაძრისმშენებლობას -1 000 000 ლარით; ნარეზენის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს – 600 000 ლარით; სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს – 200 000 ლარით; სოფელ ძველ ხიბულაში ეკლესიის მშენებლობას- 1,5 მილიონი ლარით (მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები); საბავშვო ბაღის მშენებლობას სოფელ ძველ ხიბულაში – 1,6 მილიონი ლარით.
 
რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, ნიკო დადიანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუ“ 2,6 მილიონი ლარით დააფინანსა, ზუგდიდისბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაშითანამონაწილეობისსახითკი 137 ათასილარი გაიღო.