ფონდ „ერევნის“ ფინანსების ბოროტად გამოყენების საქმეზე, ერევნის ყოფილი მერი დაკითხეს
ფონდ „ერევნის“ ფინანსების ბოროტად გამოყენების საქმეზე, ერევნის ყოფილი მერი, ტარონ მარქარიანი დაკითხეს.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, არტურ ვანეციანის განცხადებით, ერევნის ყოფილი მერი მოწმის სტატუსით დაიკითხა. ვანეციანმა თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ფონდის კუთვნილი მილიარდ 820 მილიონი სომხური დრამის გაფლანგვის შემთხვევა გამოავლინა.
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მარქარიანმა ფონდში არსებული დარღვევები აღიარა, ფონდის ხელმძღვანელმა კი, თანხების აღდგენის წერილობითი თანხმობა მისცა.
ტარონ მარქარიანი ფონდ „ერევნის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო.