ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ალპინისტ მიხეილ ხერგიანის 85 წლის იუბილე აღინიშნება
ფოლკლორის საელმწიფო ცენტრში ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის 85 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ფოკლორის ცენტრი გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ალპინისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები .
გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. არაერთი ოქროს მედლის მფლობელი ალპინისტი, მიხეილ ხერგიანი 37 წლის ასაკში იტალიაში, სუალტოს მწვერვალის დაპყრობისას გარდაიცვალა.