ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი „ხალხური საღამოები“ დაიწყო. ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და სამი ინდივიდუალური შემსრულებელი, რომლებიც კონცერტებს ღია ცის ქვეშ გამართავენ. მათივე ცნობით, საზაფხულო კონცერტები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
ამასთან, ფოლკლორის ცენტრი აქვეყნებს კონცერტების განრიგს.
3 ივლისი – რაჭა, სოფელი ლაგვანთა – ანსამბლი ჩვენებურები;
11 ივლისი – შიდა ქართლი, სოფელი ნიქოზი – ანსამბლი ანჩისხატი;
12 ივლისი – ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი – ანსამბლი ანჩისხატი;
11 ივლისი – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
გურიიდან გორდელაძეები, მჟავანაძეები, ანდღულაძეები, ჩხაიძეები;
რაჭიდან ბერელიძეები;
იმერეთიდან გერსამიები;
14 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ადილეი, დიდგორი, სახიობა, გორდა;
ინდივიდუალური შემსრულებლები: თინათინ-ნარგილე მეჰთიევა, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ხვთისიაშვილი;
17 ივლისი – გურია, სოფელი მთისპირი – ანსამბლი დიდგორი;
18 ივლისი – გურია, სოფელი შემოქმედი – ანსამბლი დიდგორი;
20 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
კახეთიდან ბიძინაშვილები;
თბილისიდან მელაძეები;
თბილისიდან ვეშაპიძეები;
მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;
თბილისიდან ურუშაძეები;
21 ივლისი – იმერეთი, ქალაქი წყალტუბო – ანსამბლები: ნადური (წყალტუბო) და ოდოია (სამეგრელო);
22 ივლისი – გურია, ქალაქი ჩოხატაური – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
24 ივლისი – კახეთი, სოფელი ართანა – ანსამბლები: ძირიანი (რაჭა) და პატარა კახი (კახეთი);
25 ივლისი – ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა – ანსამბლი სახიობა;
29 ივლისი – სამეგრელო, ქალაქი სენაკი – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
2 აგვისტო – სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არალი – ანსამბლი სახიობა;
10 აგვისტო – აჭარა, სოფელი მერისი – ანსამბლი გორდა და თურმანიძეების ოჯახი;
29 აგვისტო – გურია, სოფელი სურები – ანსამბლი ადილეი;
30 აგვისტო – გურია, სოფელი ჩოჩხათი – ანსამბლები: ადილეო და შემოქმედი.