ფლორიდის შტატში განსაკუთრებული საჭიროების სერვისების ჩამონათვალში რელიგიურ მსახურებაზე დასწრების უფლებაც მოხვდა
აშშ-ში ფლორიდის შტატში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარდა, ყველა სფერო ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მიიღო.
მისი თქმით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში შტატში მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
მოქალაქეების სახლიდან გასვლა აკრძალული იქნება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს „განსაკუთრებული საჭიროების სერვისები მიღება სურს“, მათ შორის დასახელებულია რელიგიური მსახურებაზე დასწრება და შინაური ცხოველების გასეირნება.
სპეციალური რეჟიმი 3 აპრილს ამოქმედდება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. ფლორიდა 34-ე შტატია, სადაც მოქალაქეებს სახლებში დარჩენა მოსთხოვეს.
ფლორიდაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ერთი თვის წინ აღრიცხეს. პირველი აპრილის მონაცემებით, შტატში ინფიცირების 7 773 შემთხვევაა დადასტურებული. 101 ადამიანი დაიღუპა. 990 საავადმყოფოშია გადაყვანილი.