ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
CNN-ი გარდაცვლილთა რიცხვს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია 11 ადამიანი.
თავდასხმა გასართობ კომპლექსში, ვიდეოთამაშის დროს მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ვიდეოკადრები, რომლებზეც კომპიუტერული თამაშების შეჯიბრზე სროლის წინა წამებია ასახული და რამდენიმე გასროლის ხმა ისმის, სოციალურ ქსელში გავრცელდა.