ფლორიდაში, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ფლორიდაში, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სროლა იყო, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ბაზაზე მომხდარ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის შემდეგ საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.
ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.