ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ქარიშხალ „მილტონის“ მიერ მიყენებული სრული ზარალის შეფასება, თუმცა აღნიშნა, რომ „წინასწარ მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს“ მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაში.
„შტატში კვლავ ძალიან საშიში მდგომარეობაა. ხალხი უნდა დაელოდოს ლიდერების მხრიდან შეტყობინებას, ვიდრე გარეთ გავლენ. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მე მუდმივ კონტაქტში ვართ შტატისა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ ვთავაზობთ მათ ყველაფერს, რაც სჭირდებათ“,- განაცხადა ბაიდენმა.