ფლორიდაში მასწავლებლებს საკლასო ოთახში იარაღის ტარების უფლება ექნებათ
ფლორიდაში მასწავლებლებს საკლასო ოთახში იარაღის ტარების უფლება ექნებათ.
შესაბამისი კანონი ფლორიდის წარმომადგენლთა პალატამ დაამტკიცა. კანონის მიხედვით, ამიერიდან ნებისმიერ მასწავლებელს ექნება უფლება, სკოლაში შეიარაღებულმა იაროს. ამისთვის კი, მას 144-საათიანი მოსამზადებელი კურსის გავლა მოუწევს.
ფლორიდაში მასწავლებლებისთვის იარაღი ტარების უფლების მინიჭება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის თებრვალში ყოფილი მოსწავლე პარკლენდის სკოლაში შეიჭა. თავდასხმის შედეგად მაშინ 17 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი პედაგოგებისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემის ინიციატივით გამოვიდა.