ფლორიდაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფლორიდაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 007 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 257 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში შტატში ვირუსის 470 000 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, რაც კალიფორნიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფლორიდა აშშ-ის იმ 18 შტატს შორის არის, სადაც ივლისში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა.