ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პალ ბიჩის სანაპიროზე შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდების წაყენება პოლიტიკურად არის მოტივირებული. აქტივისტებს ხელში აშშ-ის დროშები და ტრამპის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის სახსრებიდან პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდაში ადანაშაულებენ. პარალელურად, თავად პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მას ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა.
ტრამპი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, 4 აპრილს წარდგება.