ფლორიდას სანაპიროსთან კაზინოს გემს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე ამ დროს 50 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც NBC-ი ადგილობრივი შერიფის მოადგილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ადგილზე სამაშველო და სანაპირო სამსახურები მუშაობენ.
მედიის ცნობით, მგზავრთაგან 49-ის ნაპირზე გამოყვანა მოხერხდა. ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერ უცნობია.