ფლორიან ვილსმანი - ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული, რაც მთავარია, ბაკურიანი ყველასთვის ახალი ლოკაცია იყო
საქართველოს ისტორიაში პირველად, ბაკურიანში სქი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, სადაც ბოლო დღეს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კაცებში, ოქროს მედლისა და 100 სარეიტინგო ქულის მოპოვება გერმანელმა მოთხილამურემ, ფლორიან ვილმსმანმა შეძლო, ქალებში კი ოქროს მედალი ფანი სმიტმა დაიმსახურა.
შეჯიბრების შემდგომ გამარჯვებულებმა ტურნირის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი ორგანიზებით კმაყოფილები არიან.
ფლორიან ვილსმანი – შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველაფერი იდეალური იყო. მიხარია რომ უძლიერეს სპორტსმენებს ვაჯობე და იმედია, წარმატებას მომავალშიც მივაღწევ. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული, რაც მთავარია, ბაკურიანი ყველასთვის ახალი ლოკაცია იყო. აღფრთოვანებული ვარ ქართველების სტუმართმოყვარეობით.
ფანი სმიტი – შესანიშნავი შეჯიბრი იყო. სტარტზე შეცდომა დავუშვი და ამის გამო მთელი ტრასა ბოლო ადგილზე ვიყავი, თუმცა მობილიზება მოვახერხე და ბოლო მოსახვევში პირველ ადგილზე გადავედი. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. იმედი მაქვს, მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნებ.