დავით თედიაშვილი სკი-კროსის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
დავით თედიაშვილი სკი-კროსის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სკი-კროსში წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ბარიერი დავით თედიაშვილმა.კვალიფიკაციაში მონაწილეობდა 40 სპორტსმენი, რომელთაგან სამი ქართველი იყო: დავით თედიაშვილი,  ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე. მათგან წარმატებით იასპარეზა თედიაშვილმა და მოხვდა 32 სპორტსმენს შორის, რომლებმაც ფინალურ დაშვებაში მონაწილეობის უფლება მიიღეს.

ფინალური დაშვება 25 თებერვალს გაიმართება. ერთდროულად დაეშვება 4-4 სპორტსმენი. დავითი დადგება პირველ, მე-16 და მე-17 ნომრებთან ერთად. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს – ბიგ ეარში გამოვლენ ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი.