ბაკურიანი 2023 | დავით თედიაშვილმა სკი-კროსის ფინალში იასპარეზა #1TVSPORT
ბაკურიანი 2023 | დავით თედიაშვილმა სკი-კროსის ფინალში იასპარეზა #1TVSPORT

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სკი-კროსის ფინალში ქართველმა დავით თედიაშვილმა იასპარეზა. თედიაშვილმა დაშვებისას დასანანი შეცდომა დაუშვა და დისტანცია ვერ დაძლია.

დავით თედიაშვილი: სამწუხაროდ, სტარტი გამიფუჭდა, თუმცა ტემპიდან არ ამოვვარდი, მოწინააღმდეგეებს ახლოს მივყვებოდი, მაგრამ შემდეგ პატარა შეცდომის გამო ბალანსი დავკარგე.

მთლიანობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს გამოსვლას დადებითად შევაფასებდი, ფინალში გასვლით მაყურებელი გავახარე, მაგრამ გულნატკენი ვარ, რომ მცირე შეცდომის გამო წარმატებას ვერ მივაღწიე.

მომავალში, ვეცდები, მსოფლიო ჩემპიონატებზე უკეთესად ვიასპარეზო და შედეგები გავაუმჯობესო. გული მწყდება, რომ საკუთარ ქვეყანაში ვერ მოხერხე წარმატების მიღწევა.

სკი-კროსში ადგილები საბოლოოდ ასე განაწილდა: 1. სიმონა დერომედისი (იტალია), 2. ფლორიან ვილმსმანი (გერმანია), 3. ერიკ მობერგი (შვედეთი), 4. რის ჰოვდენი (კანადა).