ბაკურიანი 2023 | ბუთა ელოშვილმა და ლუკა ჩოფიკაშვილმა სლოუფსტაილის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს #1TVSPORT
ბაკურიანი 2023 | ბუთა ელოშვილმა და ლუკა ჩოფიკაშვილმა სლოუფსტაილის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს #1TVSPORT

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სლოუფსტაილში ბუთა ელოშვილმა (42.5 ქულა) და ლუკა ჩოფიკაშვილმა (42 ქულა) საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს, მაგრამ საკმარისი ქულები ვერ დააგროვეს და ფინალში გადასვლა ვერ მოახერხეს.

ბუთა ელოშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი გამოსვლა შეაფასა:

„პირველ ეტაპზე რაც მქონდა ჩაფიქრებული, შევასრულე. საკმაოდ მძიმე პირობებში გვიხდებოდა ვარჯიშიც და შეჯიბრიც – მეექვსე დღეა ბაკურიანში ძლიერი ქარია და ეს ხელს გვიშლიდა. ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი შედეგი, ბედნიერი ვიქნები, თუ 35 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოვხვდები და დავაგროვებ მომავალი წლის მსფოლიო თასზე ასპარეზობისთვის საკმარის ქულებს“.