საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი - გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ #1TVSPORT
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი - გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ #1TVSPORT

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა, დინ გოსპერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ.

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატია ჩემპიონატთა შორის. გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ. ძალიან თანმიმდევრულია საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და ხელისუფლების თანამშრომლობა მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან. ინფრასტრუქტურა მართლაც გამორჩეულია, რაც კი ოდესმე მინახავს, რაც საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, თავანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, რომ მალე ქართველ სპორტსმენებსაც ვიხილავთ საპრიზო ადგილებზე”, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევერმა, დინ გოსპერმა.