გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც უახლოესი ორი მატჩისთვის გამოიძახა.
გერმანელთა რიგებში ერთბაშად 5 დებიუტანტია: იოშა ვაგნომანი, მარიუს ვოლფი, მერგიმ ბერიშა, კევინ შადე და ფელიქს ნმეჩა.
მეკარეები – მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (ფულჰემი, ინგლისი);
მცველები – არმელ ბელა კოტჩაპი (საუთჰემპტონი, ინგლისი), მატიას გინტერი, კრისტიან გიუნტერი (ორივე – ფრაიბურგი), ტილო კერერი (ვესტ ჰემი, ონგლისი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნიკო შლოტერბეკი, მარიუს ვოლფი (ორივე – დორტმუნდი), იოშა ვაგნომანი (შტუტგარტი);
ნახევარმცველები/ფორვარდები – მერგიმ ბერიშა (აუგსბურგი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), სერჟ გნაბრი, ლეონ გორეტცკა, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა (ყველა – ბაიერნი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), ფელიქს ნმეჩა (ვოლფსბურგი), კევინ შადე (ბრენტფორდი, ინგლისი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
გერმანიის ნაკრები 25 მარტს მაინცში ამხანაგურ მატჩში შეხვდება პერუს და 28 მარტს კიოლნში ბელგიას ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრაში.