ფხენიანში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტისას მოლაპარაკების მთავარი თემა ომის რისკების თავიდან აცილება იყო
ომის რისკების თავიდან აცილება იყო მოლაპარაკების მთავარი თემა ფხენიანში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ჯეფრი ფელტმანის ვიზიტის დროს.
გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ომის პრევენიციისთვის საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. ეს ბოლო ექვს წელიწადში ჩრდილო კორეაში გაერო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.
ჩრდილო კორეაში ამბობენ, რომ ხელისუფლება გაერო-სთან რეგულარულ კომუნიკაციაში იქნება. ჩრდილო კორეის ირგვლივ დაძაბულობის მიზეზი ფხენიანი ბირთვული პროგრამაა. საერთაშორისო საზოგადოებას ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.