ფიზიკური პირების პრობლემური სესხების დასაფარად აზერბაიჯანი ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს  
ფიზიკური პირების პრობლემური სესხების დასაფარად აზერბაიჯანი ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს  

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰალ ალიევმა ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შემუშავებაზე განკარგულება გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საკრედიტო ვალების დასაფარად, რომლებიც დევალვაციის გამო გაიზარდა,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოიყოფა. განკარგულება ვრცელდება უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხზე, რომელიც 10 ათასს აშშ დოლარს არ აღემატება.

განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ძირითადად, ბანკების მიმართ ფიზიკური პირების ვალის დაფარვაზე მიიმართება, მათ შორის ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ვალებზე.

ფიზიკური პირების სია, რომელთა დავალიანებაც გადაიფარება, ასევე დავალიანების დასაფარად საჭირო თანხის ოდენობა 45 დღის განმავლობაში უნდა განისაზღვროს.

ამასთან, ბანკები მიიღებენ რეკომენდაციას, ფიზიკურ პირებთან სამომავლოდ ხელსაყრელი შეთანხმება გააფორმონ.