ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანაბარი ოდენობა დგინდება
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანაბარი ოდენობა დგინდება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე 50 ლარი იქნება გათვალისწინებული. ასევე 50 ლარი იქნება განსაზღვრული საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე 100 ლარი იქნება დაწესებული, ხოლო კონსტიტუციურ სარჩელზე 10 ლარი.