ფიურისა და უსიკის ბრძოლა, შესაძლოა, 17 დეკემბერს გაიმართოს, ბრიტანელი 125 მილიონ ფუნტს ითხოვს #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ და WBA-ს, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელმა ალექსანდრ უსიკმა, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლა გამართონ.
გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბრძოლის ორგანიზებაზე.
მას შემდეგ, რაც უსიკმა ენტონი ჯოშუა დაამარცხა, ფიურიმ განაცხადა, რომ მზად არის წაართვას ქამრები უკრაინელს, ოღონდ მომავალი ბრძოლისთვის დიდი ჰონორარი მოითხოვა. კერძოდ, დაუმარცხებელ ბრიტანელს სურს 125 მილიონი ფუნტი მიიღოს უსიკთან შეხვედრის სანაცვლოდ.
ბრძოლა შეიძლება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართოს.