ფინური მედია - კონტრაბანდისტებს ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ფინეთის საზღვრის გავლით გადაჰყავთ, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა
ფინური მედია - კონტრაბანდისტებს ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ფინეთის საზღვრის გავლით გადაჰყავთ, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა

ფინური მედიის ცნობით, კონტრაბანდისტებს ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში ფინეთის საზღვრის გავლით მაინც გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, მათ ძვირად ღირებულ ავტომობილებზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ავტომობილები ციმბირში ჩაიყვანეს გასაყიდად, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევას წარმოადგენს.

მედიის ცნობით, ძვირად ღირებული ავტომობილების კონტრაბანდით დაკავებული პირები, შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, საბოლოო დანიშნულებად არა რუსეთს, არამედ ყაზახეთს ან ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს უთითებენ.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, კონტრაბანდისტები ფინელ და რუს მესაზღვრეებს სხვადასხვა დეკლარაციას აჩვენებენ, რითაც ორივე მხარე შეცდომაში შეჰყავთ.