ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ყოფილი პრემიერი ალექსანდრე სტუბი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო მიიღებენ მონაწილეობას
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე სტუბი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
არჩევნების პირველ ტურში „კოალიციური პარტიის“ კანდიდატმა, ალექსანდრე სტუბმა ხმების 27,2 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა პეკა ჰაავისტო ხმების 25,8 პროცენტით, ხოლო 19 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა ნაციონალისტური „ნამდვილი ფინელების“ პარტიის წარმომადგენელმა.
არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს დაინიშნა.