ფინეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობა ქვეყნის პარლამენტის – ედუსკუნტას 200 წევრს ოთხწლიანი ვადით ირჩევს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება. რეგისტრირებულია 4,5 მილიონი ამომრჩეველი.
არჩევნებში 19 პარტია მონაწილეობს, მათგან ცხრა წარმოდგენილია მოქმედ საკანონმდებლო ორგანოში.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ლიბერალურმა პარტიამ „ფინურმა ცენტრმა“, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იუჰა სიპილა ხელმძღვანელობს, შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე ადგილი დაკარგოს. გამოკითხვები წარმატებას უწინასწრამტეყველებს ფინეთის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერს, ანტი რინეს. ამგვარდ, შესაძლოა ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ფინეთს მემარცხენე პრემიერი ჰყავდეს.
ფინეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი.
იუჰა სიპილას მთავრობა მარტის დასაწყისში გადადგა.