ფინეთმა რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ფინეთის რკინიგზის კომპანიამ გაავრცელა.
როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. როგორც ფინეთის რკინიგზაში განაცხადეს, კომპანია ვალდებულია, შეასრულოს შეზღუდვების პირობები.
ფინეთში რუსეთიდან მიმავალი სატვირთო მატარებლების მიღება დღეს 12:00 საათიდან შეწყდა.