ფინეთმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა
ფინეთმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ჰელსინკის სურს ხაზი გაუსვას, რომ ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და სრულ, გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ.
„ჩვენ რუსეთს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.