ფინეთში სკოლები გაიხსნა. რვაკვირიანი კარანტინის შემდეგ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. სასწავლო პროცესის განახლებას სკოლებში ეწინააღმდეგება მასწავლებელთა პროფესიული კავშირი. როგორც ისინი აცხადებენ, სასწავლო პროცესის აღდგენა საფრთხის შემცველია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
ფინეთის სკოლებში ივნისის დასაწყისიდან საზაფხულო არდადეგები იწყება.
ფინეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 6 504 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით ქვეყანაში 284 ადამიანი დაიღუპა, 4 300 გამოჯანმრთელდა.