ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა
ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 12 წლის იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სროლისთვის დაკავებული ეჭვმიტანილი ასევე 12 წლისაა.
ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ჩამოართვა. სკოლაში 7-დან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს.
პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ინციდენტს ღრმად შემაშფოთებელი უწოდა.
ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს.