ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ფინეთის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, პროცესი და კრიტერიუმები მკაფიოა
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - ფინეთის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, პროცესი და კრიტერიუმები მკაფიოა

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანდერს ადლერკრეუტცი აცხადებს, რომ ფინეთის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით პოზიტიურია.

როგორც ადლერკრეუტციმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომელიც გაიცა.

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა ყოველთვის გვიხარია, როდესაც არის პროგრესის ნიშნები. ზოგადად კი, ფინეთის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, რამდენადაც დაკმაყოფილებული იქნება კრიტერიუმები. პროცესი და კრიტერიუმები მკაფიოა. ეს რეალური პროცესია და ეს ნაბიჯები მიიყვანს იმ ეტაპამდე, როდესაც ევროკავშირი შეძლებს გაფართოებას“, – განაცხადა ანდერს ადლერკრეუტციმ.