ფინეთის პრეზიდენტი - ძნელი წარმოსადგენია, როგორ იღებს ვლადიმერ პუტინი დამარცხებას და ეს სიტუაციას ძალიან კრიტიკულს ხდის
ფინეთის პრეზიდენტი - ძნელი წარმოსადგენია, როგორ იღებს ვლადიმერ პუტინი დამარცხებას და ეს სიტუაციას ძალიან კრიტიკულს ხდის

ძნელი წარმოსადგენია, როგორ იღებს ვლადიმერ პუტინი დამარცხებას და ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციას ძალიან კრიტიკულს ხდის, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში სახიფათო მომენტია, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეჭრისთვის ბევრი რესურსი დახარჯა. ნიინისტომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრამ, რუსეთის ფედერაციის აქტივობა ფინეთის მახლობლად შეამცირა.

„ფინეთის მახლობლად რუსული აქტივობის გაზრდის ნიშნები არ გვინახავს. როგორც ჩანს, ახლა პუტინს უკრაინაში დამატებითი თავის ტკივილი აქვს. ჩვენს საზღვრებთან ახლა უფრო სიმშვიდეა, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში იყო“, – განაცხადა საული ნიინისტომ.