ფინეთის პრეზიდენტი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრება და სი ძინპინს შეხვდება
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს სი ძინპინს შეხვდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ფინეთის მთავრობის განცხადებით, ალექსანდერ სტუბი ჩინეთში 28-31 ოქტომბერს სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტს, სი ძინპინს და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.
პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, სი ძინპინთან შეხვედრისას სტუბი განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა საკითხებს.