ფინეთის პრემიერმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კორონავირუსის შესახებ მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს
ფინეთის პრემიერმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კორონავირუსის შესახებ მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვიდეოკონფერენცია პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა გახსნა. მან ბავშვებს კორონავირუსისა და არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრებს შეკითხვებს შვიდიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები უსვამდნენ. ყველაზე მეტად სკოლის მოსწავლეებს აინტერესებდათ, როდის დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

„ვუსმენთ ექსპერტებს, რომ განვსაზღვროთ, რა არის შესაძლებელი. შესაძლებელია, რომ სასწავლო პროცესი გვიან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე განახლდეს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მინისტრებმა ბავშვებს აუხსნეს, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.