ფინეთის პრემიერ-მინისტრის ანგარიში - ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანი სამხედრო კონფლიქტების არიდება, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფინეთის ხაზი „ღირებულებაზე დაფუძნებულ რეალიზმს“ ემყარება.
ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. ასევე, სამხედრო კონფლიქტისგან თავის არიდება, ფინელებისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიაა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა.
„რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები ახლა გაწყვეტილია. შენარჩუნებულია მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები და ხელისუფლებისთვის აუცილებელი თანამშრომლობა, მაგალითად, ქვეყნების საზღვრებზე. რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები ვერ აღდგება, ვიდრე რუსეთი აგრესიულ ომს აგრძელებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – ნათქვამია მოხსენებაში.