ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.
საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.