ფინეთის მოსახლეობის 59% ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.
სოციოლოგიური კვლევა ყოველდღიურმა გაზეთმა Helsingin Sanomat-მა ორგანიზაცია Gallup-ს დაუკვეთა. კვლევის თანახმად, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მოსახლეობის 22% ემხრობა, 19%-ს კი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
სოციოლოგიურ კვლევაში წერია, რომ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ფინეთის მოსახლეობის განწყობა შეცვალოს, ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგე მოსახლეობის 52% იქნება.
ფინეთის მთავრობაში ამბობენ, რომ დღის წესრიგში ნატო-ში გაწევრიანება არ დგას, თუმცა უსაფრთხოების კუთხით ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ალიანსში შესვლის უფლებას იტოვებს.
ავტორი: გივი ბარამიძე