ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
რიგით 25-ე დახმარების ოდენობა დაახლოებით 118 მილიონ ევროს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, ფინეთმა უკრაინას 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.
„უკრაინაში საომარი სიტუაცია ისევ სერიოზულია. დაპირებისამებრ, ფინეთი განაგრძობს მატერიალური დახმარების გაწევას. ჩვენი მოწოდება პარტნიორი ქვეყნების მიმართ არის, რომ არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.