ფინეთი რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარს ხსნის
ფინეთი რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარს ხსნის

ფინეთის სასაზღვრო დაცვა 14 დეკემბერს რუსეთის აღმოსავლეთ საზღვარზე საგუშაგოების გახსნისთვის ემზადება, – ინფორმაციას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მეთაურის მოადგილე ჰეიკი აჰტიაინენი ავრცელებს.

„რამდენიმე საათია გამოყოფილი სასაზღვრო ბარიერების დემონტაჟისთვის. მოძრაობის აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა აჰტიაინენმა.

ამასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მეთაურის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველა ბარიერი ერთდროულად არ მოიხსნება, რადგან მესაზღვრეები მზად არიან იმისთვის, რომ გადაკვეთის პუნქტები გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა, კვლავ დაიხუროს.

„რა თქმა უნდა, ვემზადებით იმისთვისაც, რომ სიტუაცია ისევ შეიცვლება და დახურვის გადაწყვეტილება გაგრძელდება. ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ არის უკონტროლო იმიგრაციის კონტროლის ქვეშ მოქცევა, ჩვენ უნდა ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს საზღვრების გახსნის შემდეგ“, – აღნიშნავს ჰეიკი აჰტიაინენი ფინურ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბრიდან ფინეთის საზღვარი რუსეთთან, სულ მცირე, ორი კვირით მთლიანად დაიკეტა, გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული.