ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს თავდაცვით წვრთნებში, როგორც ალიანსის წევრი
ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს თავდაცვით წვრთნებში, როგორც ალიანსის წევრი.
„Nordic Response 2024“ 4 მარტს დაიწყება. წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება.
წვრთნები მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 20 ათასი მონაწილე 14 ქვეყნიდან, მათ შორის 4 100 ფინელი ჯარისკაცი.
წვრთნებში ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენები.