ფინეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ფინეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ფინეთი არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, პაივი პელტოკოსკიმ, სოციალურ ქსელ, „თვითერში“ დაწერა.

„ფინეთი არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ჩვენი სოლიდარობა საქართველოს. ეს „არჩევნები“ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ჩატარდა“, – განაცხადა პაივი პელტოკოსკიმ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები გუშინ ჩატარდა.