10 და 14 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს. პირველში გია გეგუჩაძის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს, მეორეში კი – ლიტვას.
გუნდი შეკრებაზეა და თამაშებისთვის ემზადება, თუმცა – არასრული შემადგენლობით: ტრავმების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან რომან ჩაჩუა, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ზარია. მანამდე კი ანალოგიური მიზეზით გიორგი ჩაკვეტაძის თამაშიც გამოირიცხა.
ფინეთის ახალგაზრდული ნაკრები კი უკვე თბილისში ჩამოვიდა და დღეს საღამოს, ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.