ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე მოხდება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენა 2017 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2018 წლის 1-ელ ივლისამდე განხორციელდება.
შესაბამისი ცვლილება – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში შედის.
მთავრობა განმარტავს, რომ ვადების გადაწევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები სპეციფიკურ დოკუმენტებს წარმოადგენენ, რომელთა შემუშავებაშიც უცხოელი ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ, თუმცა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ კანონით დადგენილ ვადაში ექსპერტების ჩართულობის პროექტების დამტკიცება და შემდგომი შერჩევა დროულად ვერ განხორციელდა.