ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია – „იზრუნე მომავალ თაობაზე, გააზიარე გამოცდილება და ცოდნა“.
მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟოს დეპარტამენტის 18 მებაჟე-ოფიცერს.
ამასთან, საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით სრულყოფის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე პირველი რობოტი მებაჟე ოფიცრის შექმნისთვის მადლობის სერტიფიკატი გადაეცა ინოვაციურ კომპანია ZEPTOS-ს.
ღონისძიებას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების.