ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - კენიიდან საქართველოში შემოტანილი 5 700 ცალი ყვავილი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით და დაექვემდებარა განადგურებას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - კენიიდან საქართველოში შემოტანილი 5 700 ცალი ყვავილი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით და დაექვემდებარა განადგურებას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5 700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი.

უწყების ცნობით, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.