ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 121 მილიონი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტით, მაქსიმალური 8,100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8, 094 პროცენტით განისაზღვრა.