ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა.