ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 13 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 500 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენით განისაზღვრა.