ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2020 წლის 1 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.
აუქციონზე მოთხოვნამ შეადგინა 62 982 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8,040 პროცენტით, მაქსიმალური 8,130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8,088 პროცენტით განისაზღვრა.